Belive

კადისს იური ტაბატაძემ მოაგებინა | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში, კადისმა უესკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, 70-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა. ეს უკვე მეორე შეხვედრაა, როცა ქართველმა ახალ კლუბს პირადად მოაგებინა.

იურიმ, კადისში ჩატარებული პირველი 2 თამაშის შემდეგ, ძირითადში ადგილი მოიპოვა და ის უკვე მეხუთე შეხვედრაა სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს. სწორედ პირველ შეხვედრაში, მოედანზე შემოსვლიდან 5 წუთში გაიტანა პირველი გოლი და გუნდს ალბასეტესთან მოაგებინა. მეორე შეხვედრაში კი 36 წუთი ეყო დუბლის შესასრულებლად, სადაც კადისმა სოსიედად ბ-სთან ფრედ (3:3) ითამაშა.

დღევანდელ შეხვედრამდე, ტაბატაძეს 4-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა. მან მოედანზე 76 წუთი გაატარა და ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (სხვადასხვა გგამოცემის მიხედვით 7.8-დან 8.2 ქულამდე).

ამ მომენტისთვის, კადისი ლა ლიგა 2-ის პირველადგილოსანია და მეორეზე მყოფ დეპორტივოს 2 ქულით უსწრებს, თუმცა ლა კორუნიელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები