Belive

კაბო ვერდეს 40 წლის მეკარეს მილიონზე მეტი გამომწერი დაემატა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დებიუტანტის, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა. ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და კაბო ვერდემ ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე, ვიზინია გახდა - მას ესპანეთის წინააღმდეგ 7 მოგერიებული ბურთი ჰქონდა. მეკარე ისტორიულ ქულას ძალიან ემოციურად შეხვდა, მატჩის დასრულებისთანავე ის ატირდა და საკუთარი ქვეყნის დროშა ააფრიალა.

შეხვედრის დაწყებამდე, მას სოციალურ ქსელში 53 000 გამომწერი ჰყავდა. მიქს ზონაში შესვლისას, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, გაიგო, რომ სულ რაღაც ერთ საათში მისი მიმდვრების რაოდენობამ მიილიონს გადააჭარბა, რაც 40 წლის მეკარისთვის კიდევ ერთი ემოციური ფაქტორი იყო. ვოზინიას, ძირითადად ბრაზილიელი გამომწერები დაემატნენ.

სხვა სტატიები