Belive

ჯუზეპე ბერგომი: "კვარას თანაგუნდელების დახმარება სურდა, ასეთი რამ მეც მომსვლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში "ლაციოს" წინააღმდეგ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ, კომენტარი გააკეთა და როგორც ნეაპოლური გუნდის, ისე მისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი არის და რჩება სკუდეტოს ფავორიტად. ლაციოსთან" დამარცხება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდის შანსები საეჭვო გახდეს.

ერთი მატჩის წაგების უფლება გუნდს ჰქონდა და "ლაციოსთან" ვერ მოგება მათ საფრთხეს არ უქმნის. "ნაპოლი" ბრწყინვალედ ახერხებს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში, სხვა კონკურენტებთან შედარებით საგრძნობი განსხვავება შექმნას.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებას ვესინოს გოლის ეპიზოდში, ამ შემთხვევაში მას თანაგუნდელების დახმარება სურდა. ასეთი რამ მეც გამიკეთებია, როცა "კომოს" წინააღმდეგ თამაშის დროს გობომ ბურთი მიიღო და გოლი გაიტანა", - თქვა მილანის "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც მილანურ გუნდთან ერთად რამდენიმე ტიტულის, მათ შორის ერთხელ სერია A-ს და სამჯერ უეფას თასის, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა. 

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

"ნაპოლი" იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის "ინტერთან" 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

სხვა სტატიები