Belive

ჯოვანი ვან ბრონხორსტი მანჩესტერ სიტის შეუთანხმდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოვანი ვან ბრონხორსტმა და "მანჩესტერ სიტის" მესვეურებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 44 წლის ვან ბრონხორსტი "ფეიენორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა - თუმცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, იგი უმუშევარი დარჩა. De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯოვანი ვან ბრონხორსტი სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად "მანჩესტერ სიტის" ვარჯიშებს დაესწრება და საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაც ექნება. ჯოვანი ვან ბრონხორსტი "ნიუ იორკ სიტისა" და "მელბურნ სიტის" ვარჯიშებშიც ჩაერთვება.

სხვა სტატიები