Belive

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგის კაპიტნებს მოსალაპარაკებლად იწვევს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა - ჯორდან ჰენდერსონმა, პრემიერ ლიგის კაპიტნები მოსალაპარაკებლად გამოიწვია. მოლაპარაკებით თემა რაღათქმაუნდა ევროპის სუპერ ლიგა იქნება, სადაც პრემიერ ლიგის შემდეგი კლუბები არიან: მანჩესტერ "იუნაიტედი", მანჩესტერ "სიტი", "ჩელსი", "ლივერპული", "ტოტენჰემი", "არსენალი".

ამ 6 კლუბის კაპიტნების გარდა, ჰენდერსონი ითხოვს, რომ პრემიერ ლიგის ყველა კლუბის კაპიტანი დაესწროს შეხვედრას. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრიტანელი კომენტატორზე - დევიდ ორნშტეინის მტკიცებით, კაპიტნებს შორის შეხვედრა ოთხშაბათს შედგება, სადაც განხილული იქნება ყველა საკითხი ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით თავად ფეხბურთელებიც სრულად და ამომწურავად ვერ ერკვევიან უეფას სუპერ ლიგის ფორმატსა და დეტალებზე.

სხვა სტატიები