Belive

ჯონ ტერი რუსეთში მიდის

6 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული კაპიტანი ამ წუთებში მოსკოვის "სპარტაკის" საწვრთნელ ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გადის. ტერიმ ბოლო წელი ინგლისურ "ასტონ ვილაში" გაატარა, თუმცა ამ ეტაპზე იგი თავისუფალი აგენტია, ამიტომაც მიუხედავად იმისა რომ სატრანსფერო ბაზარი დახურულია, მას მოსკოვურ გუნდში გადასვლა მაინც შეუძლია. თუ ინგლისელი მცველი სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის, მას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტივენ ჯერარდის მიერ გაწვრთნილ "რეინჯერსთან" მოუწევს თამაში და ორი ლეგენდარული ფეხბურთელის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვიხილავთ, ამჯერად სხვადასხვა რანგში. შეგახსენებთ, რომ ჯონ ტერიმ "ჩელსის" რიგებში 17 წელი გაატარა და 492 მატჩში 41 გოლი გაიტანა, იგი წლების მანძილზე "არისტოკრატთა" კაპიტანიც იყო და მათ რიგებში არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 5 პრემიერლიგა და ერთი ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები