Belive

ჯო ჰარტის საჩუქარმა პატარა გულშემატკივარი აატირა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სელტიკის ინგლისელმა მეკარემ ჯო ჰარტმა, პატარა გულშემატკივარს საკუთარი ხელთათმანი აჩუქა, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო დატანილი. 35 წლის კარის დარაჯი ძალიან გამორჩეული ფიგურაა "სელტიკ პარკზე". შოტლანდიაში მას გულშემატკივრების არმია ჰყავს, რომელთაც ძალიან უყვართ და აფასებენ. ამ ყველაფერზე TikTok-ზე გავრცელებული ვიდეოც მოწმობს, სადაც პატარა ფანის ემოციები ჩანს მას შემდეგ, რაც საჩუქრად ინგლისელი მეკარის ხელთათმანები მიიღო. ჯო ფანებმა მას შემდეგ შეიყვარეს, რაც გუნდს შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარა. გლაზგოურმა კლუბმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მათ შინ "აბერდინი" 2:0 დაამარცხეს. შემდეგ შეხვედრას "სელტიკი" 6 აგვისტოს "როს ქანთრის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები