"ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი დავკარგეთ, მეორეზე შესაძლოა კვლავ გავიდეთ" - Football Meets Data
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სტატისტიკის, მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირების პლატფორმა Football Meets Data-მ საქართველოს ეროვნული ნაკრების B დივიზიონიდან A დივიზიონში აღზევების შანსები გამოთვალა.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგული გვაქვს. რაც შეეხება, მეორე პოზიციის დაკავებას, არსებობს 3.6%-იანი ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე პოზიციაზე დაასრულოს ასპარეზობა, მესამე ადგილზე გასვლის შანსი 19.8%-ია, ხოლო მეოთხეზე 76.6%.
ზოგადად სურათი რო შევაჯამოთ კი ასეთია: შანსი იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა A ლიგაში დაწინაურების პლეი-ოფი ითამაშოს და აღზევდეს 1.0%-ით ფასდება, C ლიგაში გავარდნის კი 20.0%-ით. Football Meets Data-ს პროგნოზით ჩვენი ნაკრები 80.2%-ით B-ში დასარჩენ პლეი-ოფს ითამაშებს.
Northern Ireland ☘️ wasted a huge chance to come closer to winning the group by missing that late penalty v 🇬🇪. Hungary 🇭🇺 with a crucial win v Ukraine 🇺🇦 that puts them in a great position for Pot 2 in EURO qualifiers and to attack direct promotion to League A. Georgia 🇬🇪 haven't scored a single goal in 4 matches.
— Football Meets Data (@fmeetsdata) October 5, 2026
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 4 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 2 ფრე უფიქსირდებათ.
ცხრილი კი ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს 14 და 17 ნოემბერს გამართავს, პირველ შეხვედრას საკუთარ არენაზე უნგრეთთან ჩაატარებს, მომდევნო მატჩს კი უკრაინასთან.