Belive

ჯერომ ბოატენგი სალერნიტანაში ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, ჯერომ ბოატენგი იტალიაში იმყოფება და "სალერნიტანასთან" კონტრაქტის გაფორმების წინ სამედიცინო შემოწმებას გადის.

ბოატენგი ამჟამად თავისუფალი აგენტია, მას 2023 წლის ივნისში "ლიონთან" კონტრაქტი ამოეწურა და გილა 1 მაშინვე დატოვა. ლონში ფეხბურთელმა კარიერის ბოლო 2 წელი გაატარა. მანამდე ბოატენგს 10-წლიანი ბრწყინვალე პერიოდი მიუნხენის "ბაიერნში" ჰქონდა, სადაც პარტნიორობას მატს ჰუმელსს უწევდა.

ბაიერნში ყოფნისას ბოატენგმა ბუნდესლიგის ზედიზედ 10 ტიტული და ჩემპიონთა ლიგის 2 თასი მოიგო (2013 და 2020 წლებში). ჯერომი იყო გერმანიის იმ ნაკრების წევრი, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრალა.

ბოატენგი სალერნიტანასთან პირობებზე შეთანხმდა. მოსალოდნელია, რომ ის თავდაპირველად მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს (2023-24 წლების სეზონის ბოლომდე), რათა პიპო ინძაგის გუნდს სერია B-ში დაქვეითებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.