Belive

ჯერარდის პროგნოზი - რა ანგარიშით დასრულდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ,,მერსისაიდელებს'' წარმატებები უსურვა:
,,აქ ვარ, პარიზში, ფინალზე დასასწრებლად. ფეხბურთელები ვარჯიშობენ, მატჩამდე ერთი დღე დარჩა... წინასწარ იგრძნობა თუ როგორი ატმოსფერო იქნება. მინდა, ლივერპულის თითოეულ ფეხბურთელს წარმატებები ვუსურვო. იმედია, სასურველ შედეგს მიაღწევენ. ფანტასტიკური შეხვედრა გველის. ჩემი პროგნოზია 2:0 ლივერპულის სასარგებლოდ,'' - განაცხადა ჯერარდმა.
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები