Belive

ჯერარდი: "თუ კოუტინიოს თამაში არ მოგწონთ, აღარ უყუროთ ფეხბურთს..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე "ასრონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა - სტივენ ჯერარდმა, "ასტონ ვილა" "ლიდსის" მატჩის შემდეგ მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირზე - ფელიპე კოუტინიოზე კომენტარი გააკეთა. კოუტინიომ პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, 2 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა, გუშინ "ლიდსის" წინააღმდეგ პირველ ტაიმში კი ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. როგორც ჩანს, კოუტინიომ სტივენ ჯერარდის დიდი სიმპათიები უკვე დაიმსახურა.
თუ არ მოგწონთ კოუტინიოს თამაშის ყურება, მაშინ ჩემი ღრმა რწმენით, უნდა შეწყვიტოთ ფეხბურთის ყურება, რადგან ეს "სპექტაკლი" რომელსაც იგი პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ დგამს, არის ძალიან დიდი სიამოვნება და სილამაზე.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო და სტივენ ჯერარდი ერთად "ლივერპულის" შემადგენლობაში 2013-2015 წლებში თამაშობდნენ.

სხვა სტატიები