Belive

ჯერარდი კლოპის შესაცვლელად მზად არაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიმდინარე სეზონში სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა "რეინჯერსმა" ფანტასტიკურად იასპარეზა და შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჯერარდის ბრწყინვალე მოღვაწეობის მიუხედავად, საფეხბურთო მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ იგი კლოპის შესაცვლელად მზად არაა. შოტლანდიაში ნაჩვენები ბრწყინვალე რეზულტატის შემდეგ, 40 წლის ჯერარდის გარშემო სპეკულაციების ტალღა აგორდა - არაერთი გამოცემის მტკიცებით, ზაფხულში ჯერარდი "ლივერპულს" ჩაიბარებს. "ლივერპულის" ლეგენდა მარკ ლოურენსონი აღნიშნავს, რომ მერსისაიდული გრანდის გაწვრთნა რთულია და "რეინჯერსისგან" განსხვავებით, საკმაოდ დიდ გამოცდილებას მოითხოვს.

"ყოველთვის საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ოდესღაც ჯერარდი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მიმდინარე სეზონში მერსისაიდული გრანდის კატასტროფული ასპარეზობიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ჯერარდი "ლივერპულს" ზაფხულში ჩაიბარებს." "სტივენი შემდეგი იქნება - სტივენი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გახდება.... ხმები ჯერარდის დაბრუნებასთან დაკავშირებით სულ უფრო მატულობს. რისი თქმა შემიძლია? "რეინჯერსში" მიღწეული ნებისმიერი წარმატების მიუხედავად, "ლივერპულის" გაწვრთნა სულ სხვა გამოცდილებას მოითხოვს. ჯერარდისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ "ლივერპულის" მესვეურებს დიდ რისკზე წასვლა მოუწევთ." "ვფიქრობ კლოპს არ გაუშვებენ. ლეგენდარული შენკლის შედეგის გამეორებასთან ის ყველაზე ახლოს იყო. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტს კლოპი უახლოეს მომავალში არ დაკარგავს", - აღნიშნა მარკ ლოურენსონმა.

სხვა სტატიები