Belive

ჯერ ავტოგრაფი მიიღო, ახლა მის გვერდით ითამაშებს - ინტერ მაიამის ახალაგაზრდა მეკარის დაუვიწყარი დღე

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

როგორც უკვე ყველამ ვიცით, ლიონემ მესი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის არგენტინელი ამერიკულ კლუბთან რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვათაშორის, ლიონელ მესი "ინტერ მაიამიში" აქამდეც ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყვებამდე არგენტინის ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ფლორიდაში გადიოდა. სწორედ მაშინ ივარჯიშა მესიმ "ინტერ მაიამის" რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყო მისი ყოფილი თანაგუნდელი გონსალო იგუაინი.

ლეო სწორედ აქ შეხვდა მის დიდ გულშემატკივარს, "ინტერ მაიამის" მეკარეს ფრანცისკო რანიერის. ახალგაზრდა მეკარემ დრო არ დაკარგა და მის კუმირს ავტოგრაფი მაშინვე გამოართვაა, რომელიც მესიმ ხელზე დააწერა. ფრანცისკომ ლეოს ხელმოწერა დაუყონებლივ ტატუდ აქცია, რადგან ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი თანამგზავრი გამხდარიყო. მეკარემ საკუთარი Instagram-ის საშუალებით პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ საუკეთესო დღე ჰქონდა და ბავშვობის ოცნებაც აიხდინა.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ლეო მისი თანაგუნდელი გახდებოდა ახალგაზრდა მეკარემ მაშინვე პოსტი გამოაქვეყნა. რანიერიმ ის ფოტოც გაიხსენა, სადაც ის და მესი ფრანსისკოს ახალი სვირინგით არიან გამოსახულები.



ასე ასრულდა პატარა გულშემატკივარის დიდი ოცნება, რომელიც მის ბავშვობის კუმირთან ერთად ივარჯიშებს, ითამაშებს და უამრავ სამახსოვრო მომენტსაც გაატარებს მასთან ერთად.

სხვა სტატიები