Belive

"ნეაპოლი სხვა ჰაერით სუნთქავს, დიეგო ამ ქალაქისთვის დიდი დანაკარგია" - ჯენარო გატუზო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ამ კლუბის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. "დიეგო ამ ქალაქის სიამაყეა. ის მეათე ნომრის განსახიერებაა მთელი ხალხისთვის, მან ის საოცნებო გახადა. ბევრ ბიჭს მის გამო დიეგო დაარქვეს. ის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, ვიდრე წმინდა სან ჯენარო (ნეაპოლის მფარველი წმინდანი).  დიეგოსთან დაკავშირებით ბევრი მოგონება მაქვს. რამდენჯერმე მასთან ერთად ვახშმობის შესაძლებლობა მომეცა. ის გარდაიცვალა, მაგრამ არასდროს მოკვდება, რადგან ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მან იმდენი არაჩვეულებრივი რამ გააკეთა ცხოვრებაში შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ იგი სამუდამოდ იცოცხლებს. გუშინ ღამით, ქალაქის გავლით სასტუმროსკენ მიდიოდი და ვიგრძენი, რომ ქალაქი სხვა ჰაერით ცხოვრობს. ეს დიდი დანაკარგია. დიეგო მოვიდა სხვა პლანეტიდან, ლეგენდიდან. მან ასეთი დიდი გავლენა მოახდინა ამ ქალაქზე და იტალიის სამხრეთით ყველაზე. მე მინდა ვიყო პოზიტიური და ვფოკუსირდე ჩემს მოგონებებზე მომღიმარ კაცზე, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა", - თქვა 42 წლის იტალიელმა. "ღმერთის ხელის" შემოქმედი 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.  

სხვა სტატიები