Belive

ჯეიდონ სანჩოს დამატებით იუვენტუსი ინტერესდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" ჯეიდონ სანჩოს დამატებას გეგმავს. იტალიური გამოცემა SOS Fanta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბებერი ქალბატონი" ინგლისელს იანვარში გადმოიბირებს. დიდი ალბათობით, 23 წლის ფეხბურთელი "ბიანკონერიში" იჯარის წესით გადავა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სანჩოს იანვარში გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. SOS Fanta იმასაც წერს, რომ "წითელ ეშმაკებს" ჯეიდონის საუდის არაბეთში გაყიდვის იდეა უფრო ხიბლავთ. არის იმის შესაძლებლობაც, რომ ინგლისელი "დორტმუნდს" დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ სანჩო გუნდის განაცხადში მას შემდეგ ვერ ხვდება, რაც დისციპლინარული პრობლემების გამო ერიკ ტენ ჰაგთან ურთიერთობა დაეძაბა. სანჩოს პირველი გუნდის ყველა აქტივობაში ჩართვა აქვს აკრძალული და ვერ მოხვდა "იუნაიტედის" ოფიციალურ ფოტოში 2023-24 წლების კამპანიისთვის.

სხვა სტატიები