Belive

ჯანფრანკო ძოლა: "კვარაცხელია და ოსიმენი გამორჩეული ფეხბურთელები არიან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც კარიერის განმავლობაში "ნაპოლის" შემადგენლობაშიც თამაშობდა და იტალიის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა, ამ გუნდის დღევანდელი მდგომარეობის და მისი ერთ-ერთი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ნაპოლი მართლაც მნიშვნელოვან სეზონს ატარებს. არსებობს ორი განსაკუთრებული: კვარაცხელია და ოსიმენი​​ - ძალიან ძლიერი მოთამაშეები, ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავად არიან ინტეგრირებული გუნდთან.

დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე ატმოსფერო ნამდვილად გასაოცარია. იქ მე ახლახან ჩემს სამოცდაათი წლის ადვოკატთან ერთად წავედი "ნაპოლის" მატჩის საყურებლად, რომელმაც მალე "ნაპოლის" ქომაგების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეძახილის სიმღერა დაიწყო", - თქვა 56 წლის სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად იტალიის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტია.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს. რაც შეეხება გუნდის მეცხრე ნომერს, მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 21 გოლი და 4 საგოლე პასია, იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავაში კი 19 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები