Belive

ჯანფრანკო ძოლა: " ხარისხი, ტექნიკა და ინტელექტი - კვარაცხელიამ გამაოცა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის", "პარმას", ლონდონის "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ტექნიკურ და ტაქტიკური სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ძალიან დიდი საფეხბურთო ინტელექტი გააჩნია.

"​კვარაცხელიამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის არის სიურპრიზი და უპირველეს ყოვლისა, მან გამაოცა იმ დიდი ხარისხით, რაც გუნდს შესძინა.

ჩემზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა მისმა საფეხბურთო ინტელექტმა: ერთის მხრივ ის არის ძალიან ტექნიკური მოთამაშე, ძალიან კრეატიული, მაგრამ ამავე დროს, მოედანზე ძალიან დისციპლინირებული და ჭკვიანი ფეხბურთელი. მისი ნახვა მართლაც სიურპრიზი იყო, თანაც სასიამოვნო სიურპრიზი", - თქვა 56 წლის სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები