Belive

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე ანორთოსისის ფეხბურთელია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა, რუსული და კვიპროსული წამყვანი მედია-საშუალეებების შემდეგ, თავად ფამაგუსტური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. უკვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომს აქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კვიპროსში ჩაფრინდა. 27 წლის ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. შეგახსენებთ, ანორთოსისში საქართველოს ნაკრების კიდევ 4 ფეხბურთელი: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ირიცხება.
 

სხვა სტატიები