Belive

ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა - ჯანლუკა ვიალი, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული იტალიელი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა.

ვიალი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამოკვეთილი და მთავარი ფიგურაა, როგორც პროფესიონალურ ფეხბურთში, ისევე სამწვრთნელო რანგშიც.

ამპლუით თავდამსხმელმა კარიერა "კრემონეზეში" 1980 წელს დაიწყო და 1984 წლამდე თამაშობდა, სადაც 105 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა. მისი მომდევნო კლუბი "სამპდორია" იყო, სადაც ამ კლუბში დღემდე ლეგენდის სახელით არის შემორჩენილი. მან "სამპდორიაში" 223 მატჩი 85 გოლი გაიტანა. ასევე "სამპდორიასთან" ერთად შეძლო სერია ა-ს, კოპა იტალიის, სუპერკოპას და უეფას თასის მოგება.

"სამპდორიის" დატოვების შემდეგ ვიალი "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც 102 მატჩში 38 გოლის გატანა შეძლო. "ბებერი ქალბატონების" შემადგენლობაში ვიალიმ სერია ა, სუპერ კოპა, კოპა იტალია, ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი მოიგო.

იტალიური კარიერის დასრულების შემდეგ კი "ჩელსიში" გადავიდა, სადაც 1999 წლამდე თამაშობდა. 58 მატჩში გატანილი 21 გოლი - ასეთია ჯანლუკა ვიალის მონაგარი ლონდონურ კლუბში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯანლუკა ვიალი 1998-1999 წლებში "ჩელსის" მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2001-2002 წლებში კი "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა.

ჯანლუკა ვიალი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში სამწვრთნელო კარიერითაც შევიდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო.

E6G3YjqXMAAGgMG

სხვა სტატიები