Belive

ჯანი ინფანტინო რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უკრაინასა და რუსეთს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ფეხბურთი ხალხს აერთიანებს.

ინდონეზიაში მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას, დიდი ოცის მე-17 სამიტზე, ინფანტინომ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება გახდეს პლატფორმა კონფლიქტის დასასრულებლად.

”ფეხბურთი სიკეთის ძალაა. გულუბრყვილო არ ვარ. იმას არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ჩვენი, როგორც სპორტული ორგანიზაციის მთავარი აქცენტი არის და უნდა იყოს სპორტი, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს, ეს კონკრეტული მუნდიალი, რომელსაც ხუთი მილიარდი ადამიანი უყურებს, შეიძლება პოზიტიური ჟესტი, ნიშანი ან იმედის გზავნილი იყოს მოსახლეობისათვის. მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკრაინამ და ეუსეთმა ცეცხლი შეწყვიტოს. ფეხბურთი გთავაზობთ უნიკალურ პლატფორმას ერთიანობისა და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მოდით გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ყველა კონფლიქტი დავივიწყოთ." - განაცხადა ჯანი ინფანტინომ

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მუნდიალი რუსეთში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა 1/4 ფინალამდე მიაღწიეს.

სხვა სტატიები