Belive

ჯანფრანკო ძოლა: აზარი მაურიციო სარის აგიჟებდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი, ჯანფრანკო ძოლა ედენ აზარისა და იტალიელი მწვრთნელის, მაურიციო სარის ურთიერთობის დეტალებს იხსენებს. ძოლა, 2018-2019 წლებში, ჩელსის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ასისტენტად მუშაობდა. მისი თქმით, ბელგიელ ფეხბურთელს სარი არ მოსწონდა:

აზარი სარის იმაზე მეტად აგიჟებდა, ვინმე სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი. ერთხელ მაურიციომ ვარჯიშზე თქვა - "კარგი ბიჭებო, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ", აზარი მას დაეთანხმა, თუმცა თავი ჩახარა და ვარჯიში ასე გააგრძელა, რადგან მას არასდროს მოსწონდა დავალებების რუტინულად შესრულება, მე ვიცი, რომ მისნაირ მოთამაშეებს მრავალფეროვნება სურთ, უნდათ, რომ თამაშში მეტი ხალისი შეიტანონ. აზარი მართლაც ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო.

ედენი უკმაყოფილო იყო სარის ჩატარებული ვარჯიშებით, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ძალიან სასარგებლო იყო. იყო რთული მომენტი, როდესაც კარდიფთან, გასვლით შეხვედრაში, ვაგებდით. ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რადგან გვინდოდა დაესვენა. გულშემატკივრები სარის საწინააღმდეგოდ სკანდირებდნენ, მაგრამ აზარი მოედანზე შევიდა და მატჩის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა, მან თამაში ჩვენთვის მოიგო. ედენი საოცარი იყო და ჩელსისაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის ბევრჯერ დაგვეხმარა, ამიტომ მასზე კარგის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი - თქვა ჯანფრანკო ძოლამ Obi One Podcast-ზე

ძოლა ლონდონურ კლუბში 1996 წელს, 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ჩელსის შემადგენლობაში 2003 წლამდე ითამაშა, "არისტოკრატების" რიგებში ჩატარებულ 312 შეხვედრაში, ძოლამ 80 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები