Belive

იუვენტუსმა რუგანის კონტრაქტი 2023-მდე გაუხანგრძლივა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიელე რუგანიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა - იტალიელი ცენტრალური მცველი "ბებერ ქალბატონს" 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 81 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო. 24 წლის ცენტრალური მცველი იტალიის ნაკრებში ერთ-ერთ მზარდ და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. 2013-2015 წლებში იგი "ემპოლიში" იყო განათხოვრებული. "იუვენტუსში" დაბრუნების შემდეგ რუგანის შეძენა ლონდონის "ჩელსის" სურდა, თუმცა ტურინელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.  

სხვა სტატიები