Belive

იუვენტუსმა და ბენევენტომ შეხვედრის მე-10 წუთზე მარადონას პატივი მიაგეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში ერთმანეთს "ბენევენტო" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდა ტურინული გრანდის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტალიის ჩემპიონატის შეხვედრები მარადონასადმი პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო, ხოლო მოთამაშეებს შავი სამკლაურები ეკეთათ. "ბენევენტო" - "იუვენტუსის" შეხვედრაში გუნდებმა მე-10 წუთზე თამაში 1 წუთით შეწყვიტეს და არგენტინელ გენიოსს აპლოდისმენტებით პატივი მიაგეს.


  იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში "იუვენტუსმა" 17 ქულა მოაგროვა და მე-5 ადგილზე იმყოფება.  

სხვა სტატიები