Belive

იუვენტუსი Vs. ატლეტიკო (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გასულმა კვირამ ცხადყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შესაძლებელია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" თამაშის ბოლო წუთებზე უმნიშვნელოვანესი და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. გარკვეულწილად, ანალოგიური ითქმის დღევანდელ მატჩზე, სადაც ერთმანეთს "ატლეტიკო" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან. რეალურად, "იუვენტუსის" შანსები დღევანდელ მატჩში მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც პირველი თამაშის უგულოდ, ორბურთიანი სხვაობით წაგებით არის გამოწვეული - თანაც, "იუვენტუსის" მეტოქე "ატლეტიკოა," - გუნდი, რომელიც 1 მატჩში 2 გოლს ძალიან იშვიათად უშვებს (2018/2019 წლების სეზონში ეს მხოლოდ 4-ჯერ მოხდა). საინტერესოა, რამდენად შეძლებენ სიმეონეს შეგირდები კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალებას, რომელსაც "ატლეტიკოსთან" ნათამაშებ 30 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: შესნი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი; ბერნარდესკი, ჩანი, პიანიჩი, მატუიდი, კანსელო; მანჯუკიჩი, რონალდუ ვერ ითამაშებს: ხედირა, ალექს სანდრო, ბარძალი, დე შილიო, დუგლას კოშტა გაფრთხილების მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებს: მატუიდი ატლეტიკო: ობლაკი; არიასი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი; კოკე, როდრიგო, ნიგესი, ლემარი ; გრიზმანი, მორატა ვერ ითამაშებს: დიეგო კოშტა, ენრანდესი, ფილიპე ლუისი, პარტეი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებს: ანხელ კორეა, ხიმენესი, გრიზმანი

მასიმილიანო ალეგრი, იუვენტუსის მწვრთნელი

გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა საფინალო სასტვენამდე მაქსიმუმი უნდა გაიღოს - თამაში შეიძლება არა 90, არამედ 120 წუთი გაგრძელდეს. ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ. წინ დიდებული მატჩი გველოდება.

დიეგო სიმეონე, ატლეტიკოს მწვრთნელი

ორი ძალიან ძლიერი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთ, რადგან ვიცით, რომ დღეს გაცილებით რთული მატჩი გველოდება. "იუვენტუსში" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში შესანიშნავად თამაშობს. ასე რომ, დიდი სიფრთხილე გვმართებს.

სხვა სტატიები