Belive

იუვენტუსი ლოკატელის შეძენით ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსსა" და "სასუოლოს" შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლოკატელი "ბიანკონერის" მაისურს მოირგებს. 23 წლის ნახევარმცველმა EURO 2020-ის ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში გაიბრწყინა და 3 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ტურინული გრანდის ყურადღება მიიპყრო. წყაროს მტკიცებით, "სასუოლო" ლოკატელის სანაცვლოდ £34 მილიონს ითხოვს. Sky Italy მოვლენების სხვაგვარ განვითარებასაც განიხილავს - არაა გამორიცხული, ლოკატელის სანაცვლოდ "ბიანკონერიმ" "სასუოლოს" თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელიც შესთავაზოს.

სხვა სტატიები