Belive

იურიჩი: ,,კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას პირჯვარი უნდა გადაიწერო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტორინოს'' მთავარ მწვრთნელს, ივან იურიჩს, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ ჰკითხეს, როგორ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერება:

,,კვარაცხელიას ვერ შეაჩერებ... შეგიძლია, მას ორი მცველი მიუჩინო, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში მარიო რუის ან ნახევარმცველებს მეტ სივრცეს უტოვებ.

კოფი ჯიჯიმ პირველ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ, არ ვიცი, შეძლებს თუ არა ხვალ თამაშს.

კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი გქონდეს, რომ მისი დღე არ იქნება,'' - განაცხადა იურიჩმა.

ხვალ, სერია A-ს 27-ე ტურში, ,,ტორინო” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

26 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდს 68 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ინტერს” 18 ქულით უსწრებს. ,,ტორინო” კი 37 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები