Belive

იური მედვედევი: "იმედგაცრუებულები ვართ - დინამო ბათუმთან 0:0 სამარცხვინო შედეგია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა.
"იმედგაცრუებულები ვართ, სამწუხაროა. ტაიმზე მეტ ხანს ვითამაშეთ რიცხვობრივ უპირატესობაში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. 0:0 ძალიან ცუდი შედეგია, განსხვავებული გვინდოდა. ასეთი შედეგი დიდი სირცხვილია, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული, სანამ წინ მეორე თამაში გველის, ჩვენ კი შემდეგ ეტაპზე წინსვლა გვსურს. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. მე თავად მქონდა ერთი ძალიან კარგი მომენტი და არც კი ვიცი, როგორ მოიგერია მეკარემ. მთელი თამაში უნდა გავაანალიზოთ, ოპონენტები სწრაფები იყვნენ, მაგრამ მათ სივრცეები არ მივეცით. ამ შედეგის გამო, მაყურებელზეც ვწუხვართ. კლუბში ასეთი თამაშით ვერავინ დაკმაყოფილდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ბათუმში გასამართი შეხვედრის შემდეგ დავამშვიდებთ", - თქვა წარმოშობით ყაზახმა და ჩეხეთის მოქალაქე ფეხბურთელმა.
“დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” 13 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები