Belive

იურგენ კლოპმა დარვინი ლევანდოვსკის შეადარა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დარვინ ნუნიესი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა და აღიარა, რომ მათ შორის მსგავსება არის.

ურუგვაელ თავდამსხმელს მერსისაიდელთა რიგებში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 9-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, დარვინს კრიტიკის ქარცეცხლი დაადტყა მისი განიავებული მომენტების გამო, "სიტისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.

კლოპს სჯერა, რომ ნუნიესი მალე ყველას ანახებს მის შესაძლებლობებს და იმის ნიშნად, რომ ფეხბურთელს დრო სჭირდება, რობერტ ლევანდოვსკი მოჰყავს, რომელსაც "დორტმუნდში" მოღვაწეობისას წვრთნიდა.

"სიმართლე გითხრათ მათ ბევრი საერთო აქვთ. "ლევისაც" მსგავსი ისტორია აქვს. მასთან სანაძლეოს ვდებდი, თუ ის ათ გოლზე მეტს გაიტანდა სეზონში 10 ევროს გადაუხდიდი, თუ ის ვერ მოახერხებდა 10 გოლის გატანას მას ჩემი 10 ევრო მართებდა. ჩემი ჯიბე მუდამ ფულით იყო სავსე. საჭიროა მოთმინება. როცა ხედავ პოტენციალს უბრალოდ უნდა დარჩე მშვიდად და დაელოდო. თუმცა, ეს ყველაფერი დღევანდელ დროში ძალიან რთულია." - განაცხადა კლოპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ლივერპული" პრემიერ ლიგაში 25 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს. დღეს კლოპის გუნდი მორიგ შეხვედრას გამართავს. მათი მოწინააღმდეგე "ლესტერი" იქნება. აღნიშნული შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები