Belive

იურგენ კლოპის ტოპ 5 გოლი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას, იურგენ კლოპი დაამახსოვრდება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული მენეჯერი. გერმანიაში წარმატებული სამწვრთნელო საქმიანობის შემდეგ, კლოპმა "ლივერპული" ჩაიბარა და მერსისაიდულ გრანდს, პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. "მაინცის", "დორტმუნდისა" და "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის განმავლობაში, გერმანელმა სპეციალისტმა უკვდავი მემკვიდრეობა დატოვა. კლოპი, როგორც დიადი მენეჯერი ფეხბურთის დიდების დარბაზში კუთვნილ ადგილს დაიკავებს, თუმცა ნაკლებად თუ ვინმეს სმენია მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის შესახებ. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, იურგენ კლოპი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. "მაინცის" რიგებში გატარებული 11 სეზონის განმავლობაში, კლოპმა 325 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 52 გოლის გატანა შეძლო. ნებისმიერი მცველისათვის 52 გატანილი გოლი დიდებული მიღწევაა, თუმცა, გერმანელი საკუთარ თავს "საშუალო დონის" ფეხბურთელად მოიხსენიებს. ერთად შევაფასოთ იურგენ კლოპის მიერ გატანილი 5 საუკეთესო გოლი.

სხვა სტატიები