Belive

იურგენ კლოპი: "ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? - პეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის პრინციპულ მეტოქეს, "მანჩესტერ სიტის" თავკაცს, პეპ გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი უწოდა.
"გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ვფიქრობ, ყველა ვეთანხმებით ამ განცხადებას. არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმემ ამაში ეჭვი შეიტანოს. ვფიქრობ, უბრალოდ იღბლის ნაკლებობის ბრალია, რომ გვარდიოლას "სიტისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
ორივე ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იმყოფება და პირველი შეხვედრა გამარჯვებით აქვს დასრულებული, მათი გზები ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში, 10 აპრილს გადაიკვეთება. მატჩი, რომელიც "ეტიჰადზე" შედგება, შესაძლოა, ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს - გვარდიოლას გუნდი 30 მატჩში დაგროვებული 73 ქულით ლიდერია, ხოლო კლოპის გუნდს მეტოქესთან მინიმალური სხვაობა და მეორე პოზიცია უკავია.

სხვა სტატიები