Belive

იუნაიტედმა ერიქსენს კონტრაქტი შესთავაზა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრისტიან ერიქსენს კონტრაქტი შესთავაზა. დანიელი ნახევარმცველი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან, როგორც ცნობილია,  "ბრენტფორდთან" მან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ პრიორიტეტად რჩება. ერიქსენი მხოლოდ ერთ-ერთი ალტერნატივაა იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" ნახევარმცველის გადაბირებას ვერ მოახერხებს. თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოახერხოს. ერიქსენმა გასულ სეზონში "ბრენტფორდის" მაისურით პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, კრისტიანის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები