იცოდით, რომ Faithless-ის სოლისტი კრისტალ პალასის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო?
1 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"არ მავიწყდება ჯონ ჯექსონის თამაში და მანჩესტერ იუნაიტედის ანგარიშით 5:0 განადგურება. მაშინ 16 წლის ვიყავი. სტადიონზე დავკარგე ფული, სახლის გასაღები და ჩემი საყვარელი შარფი, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.მართლაც, ჯონ ჯექსონი ლეგენდარული ფეხბურთელი იყო - სულ მინიმუმ, ლოკალურ დონეზე მაინც. ინგლისელმა მეკარემ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში 656 მატჩი ჩაატარა, "კრისტალ პალასის" ღირსებას კი 1964-1973 წლებში იცავდა - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც Maxi Jazz-ი სამყაროს ეცნობოდა.
მოუსმინეთ: Faithless - We Come 1
წლების შემდეგ, უკვე პოპულარული, შემდგარი მუსიკოსი "კრისტალ პალასმა" დირექტორთა საბჭოს წევრად მიიწვია. "ვერ აღგიწერთ, თუ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის. მე სამხრეთ ლონდონელი ვარ და კრისტალ პალასი ჩემი ცხოვრების ნაწილია", - თქვა მან.
"მახსოვს, დედაჩემს დავურეკე და ახალი ამბავი გავაგებინე, ძალიან ბედნიერი იყო. ბევრი რამ შეიცვალა: სტადიონზე მისვლისას, ოფიციალური ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა, შემდეგ კი მენეჯერებთან და ხელმძღვანელებთან ერთად მესადილა. რეალურად, ეს მაგარი იყო. როდესაც საუბარი ფეხბურთს ეხება, უბედნიერესი ადამიანი ვხდები", - თქვა Maxi Jazz-მა 2018 წელს, ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას.