Belive

იტალიური მედია: "სერია A-ს გუნდი გიორგი კვერნაძის ტრანსფერს მალე დახურავს"

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის სერია A-ში გადასვლის ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.

კონკრეტულად, ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, მალე დადასტურდება და "დინამო ბათუმის" 20 წლის მარცხენა გარემარბი კარიერას "ფროსინონეში" გააგრძელებს.

"აქტიური სკაუტური სამუშაოს შედეგად, ნელ-ნელა "დინამო ბათუმთან" მოლაპარაკების პროცესის დასრულებას და ტრანსფერის დახურვას ვუახლოვდებით.

გიორგი კვერნაძე 2003 წელს დაბადებული, წარმოშობით სამტრედიელი და "დინამო ბათუმის" მოთამაშეა, იგივე გუნდის, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადასვლამდე თამაშობდა. ეს ამ ორ ფეხბურთელს შორის კიდევ ერთი მსგავსებაა, გარდა იმისა, რომ გიორგი იგივე პოზიციაზე თამაშობს და მნიშვნელოვანი თვისებები ერთი-ერთზე არაპროგნოზირებადობა, კარგი სიჩქარე და დრიბლინგია. ასევე, მას აქვს კარგი მარჯვენა ფეხი, რომლითაც დარტყმა და შეტევის დასრულება შეუძლია. 4-3-3 სათამაშო სქემაში ის იდეალური გარემარბია.

და სწორედ ამ მახასიათებლებმა მიიპყრო "ფროსინონეს" ყურადღება, რომელიც სკაუტური საქმიანობის მეშვეობით დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მას და აფასებდა მის ტექნიკურ უნარებს. ოპტიმიზმი სუფევს - კვერნაძე მზადაა ჩიოკიარიაში ჩასასვლელად", - წერს tuttofrosinone.com-ი​.

გიორგი კვერნაძის პოტენციური ახალი გუნდი სერია B-ს ჩემპიონი გახდა და ახალი სეზონიდან იტალიური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი აქამდე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი პენალტის ავტორი ფაბიო გროსო იყო, ახალი სეზონიდან კი გუნდში გამოცდილი ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშვნა იგეგმება.

სხვა სტატიები