Belive

იტალიური მედია: "კვარა საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო და მოედანი თავდახრილმა დატოვა"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია სერია A-ს 37-ე ტურში, "ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის ფრედ - 2:2 დასრულებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლელთა ლიდერის ემოციებზე საუბრობს.

"ლუჩიანო სპალეტის მიერ მოედნიდან გაყვანილი ქართველი ტალანტი სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ გზაზე აშკარად გამწარებული ტოვებდა მოედანს. ალბათ ბოლომდე კმაყოფილი არ იყო თავისი თამაშით - ხვიჩამ ლურჯ სკამს მიაღწია დახრილი თავით და შემოიფარგლა მხოლოდ სწრაფი მისალმებით შემოსულ რასპადორისთან, რათა რაც შეიძლება მალე დამჯდარიყო სკამზე.

კვარაცხელიას სკამზე მჯდომა გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მეგობრულად თავზე ხელი გადაუსვა, რათა თანაგუნდელი დაემშვიდებინა.

ქართველის განაწყენება ალბათ იქიდან მომდინარეობდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, ლუჩიანო სპალეტი მას არც ისე შემტევი ფუნქციების შესრულებას ავალებდა", - წერს Il Mattino.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. "ნაპოლი" სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ "სამპდორიასთან" გამართავს და მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები