Belive

იტალიური მედია: "ხელები შორს კვარაცხელიასგან"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეაპოლურმა გამოცემა spazionapoli.it-მა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - "ხელები შორის კვარაცხელიასგან".

"რასაკვირველია, ეს არ არის ის კვარა, რომელიც სეზონის დასაწყისში ვნახეთ, ის, ვინც ყველას ატყუებდა ჩვეული მოძრაობის ბრწყინვალებით და მისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც მცირედით დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კრიტიკას იმსახურებს.

ხვიჩა იგივე ფეხბურთელია, რომელმაც "ატალანტას" მთელი დაცვა წამოიკიდა და შემდეგ ბურთი ზედა კუთხეში დაარტყა და ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.

ის არის იგივე ფეხბურთელი, რომელიც "მარადონაზე", როგორც უცნობი, ნამდვილი ჩემპიონის თვისებებით გამოჩნდა და "მონცას" წინააღმდეგ გაიბრწყინა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიის ცივ ღამეს კაპიტან დი ლორენცოს ქუსლით, ზურგით მდგომმა, საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა მსგავს გავლენას შარშან საქართველოს ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელისგან: სერია A-ში პირველ წელს მან 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ციფრები მეტყველებს: ხვიჩა ჩემპიონია. მან გულშემატკივრები თამაშის უმაღლეს დონეს შეაჩვია და ახლა, როცა ბუნებრივია, რომ დამქანცველი სეზონის შემდეგ, ფიზიკურ დაღლილობას განიცდის, კრიზისზე საუბარი არ არის სწორი.

ის ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი გმირია, რომელსაც საბოლოოდ, 33 წლის ნანატრი სიხარული მოაქვს ქალაქისთვის და რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად გახდება ამ გუნდის ისტორიის ნაწილი", - წერს spazionapoli.it-ი

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, "ნაპოლის" მაისურით 37 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები