Belive

იტალიური მედია: "ჯან პიერო გასპერინი ნაპოლისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ლუჩიანო სპალეტის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ კანდიდატად "ატალანტას" ხელმძღვანელი, ჯან პიერო გასპერინი გამოიკვეთა.

"ჟურნალისტ ჩირო ვენარატოს პოსტის მიხედვით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ბერგამოს "ატალანტას" ამჟამინდელი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი გახდეს.

წყაროს ინფორმაციით, გასპერინი "ნაპოლისთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. იმავდროულად, "ტორინოს" მთავარი მწვრთნელი, ივან იურიჩი "ატალანტას" უხელმძღვანელებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოლის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კლუბის დატოვებას პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონფლიქტის გამო გეგმავდა", - წერს dailysports.net-ი.

აქამდე კანდიდატთა შორის ისეთმა სახელებმა და გვარებმა გაიჟღერა, როგორებიც რობერტო დე ძერბი, ვინჩენცო იტალიანო, ალესიო დიონისი, რაფაელ ბენიტესი, იულიან ნაგელსმანი და ლუის ენრიკე არიან.

ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლიში” 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და გუნდს 94 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი ხელმძღვანელობით, “ნაპოლიმ” 33-წლიანი პაუზის დასრულება და ისტორიაში მესამედ სკუდეტოს მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები