Belive

იტალიური მედია: "ჩელსის კვარაცხელია და ლობოტკა სურს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" "ნაპოლის" ლიდერების, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და სლოვაკი სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს.

"ჩელსის" გაჩაღებული სატრანსფერო საქმიანობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიასა და ლობოტკაზე იქნება. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. კვარაცხელია ნეაპოლში რჩება, მას კლუბთან კიდევ 4 წლით კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ხელფასის საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ეს შემოდგომაზე განიხილება. მთლიანობაში, "ნაპოლი" პრემიერ ლიგის კლუბებისთვის მიმზიდველი გუნდია", - წერს Il Mattino

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა "ნაპოლიში" სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები