იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, სალვატორე "ტოტო" სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცალა
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, სალვატორე "ტოტო" სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცალა. მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბუცის მფლობელი 2022 წლიდან სიმსივნეს ებრძოდა.
სკილაჩიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 16-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა, 1990 წელს კი ბრინჯაოს მედალსაც დაუფლა. საკლუბო კარიერას რაც შეეხება, უმეტესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები იტალიურ გუნდებში გაატარა. თავდაპირველად კარიერა "მესინაში" დაიწყო, შემდეგ იყო "იუვენტუსი", რომელთანაც ევროპა ლიგა და იტალიის თასი მოიგო, ბოლო იტალიური გუნდი "ინტერი" იყო და ევროპა ლიგის მოგება მილანურ გუნდშიც მოახერხა. საკლუბო კარიერა საბოლოოდ იაპონიაში, "ჯუბილო ივატაში" 1996 წელს დაასრულა.
სალვატორე სკილაჩი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო მოთამაშის ტიტულსაც დაეუფლა.
Ha fatto sognare una nazione intera durante le Notti Magiche di Italia ‘90 🇮🇹💙
— Inter ⭐⭐ (@Inter) September 18, 2024
FC Internazionale Milano si stringe intorno alla famiglia Schillaci per la scomparsa di Totò.#FCIM pic.twitter.com/PtxE7zWHod