Belive

იტალიურ მედიაში მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანი" ლონდონის "ჩელსის" შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის გადაბირებაზე მუშაობს. ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაროკოელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "როსონერის" მთავარი სამიზნე იქნება. გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და "მილანში" დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება შედგება. ზიეჩს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. "მილანს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯერჯერობით მხოლოდ 2.7 მილიონი ევრო აქვს დახარჯული - პიოლის გუნდმა "რომადან" ალესანდრო ფლორენცი გამოისყიდა.

სხვა სტატიები