Belive

იტალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი მშობლიური ქალაქის მერი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რომასა" და იტალიის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, დამიანო ტომასი მშობლიური ქალაქის, ვერონას მერი გახდა. 48 წლის იტალიელმა, რომელიც თავის პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას სწორედ "ვერონაში" იწყებდა, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო და მეორე ტურში, წინამორბედი ფედერიკო სბოარინა დაამარცხა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 54.4% მოაგროვა და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. დამიანო ტომასი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით დარეგისტრირდა, მეორე ტურში კი მას მხარი მემარცხენე ცენტრისტულმა დემოკრატებმა და სხვა პარტიების კოალიციებმა დაუჭირეს. 2010 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტომასი აზიაში ბიზნეს-საქმიანობით იყო დაკავებული, ხოლო 2010-19 წლებში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები