Belive

იტალიის ნაკრების ვეტერანი: "კვარაცხელია ნამდვილი სიურპრიზია, მან ნაპოლის სიახლე შემატა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბრეშას", მილანის "ინტერის", ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალესანდრო ალტობელიმ საქართველოს ეროვნული გუნდისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 66 წლის ალტობელის რომელიც "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, "ლურჯების" მაისურით 61 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი და სკუდეტოსა და ორჯერ იტალიის თასის ვერცხლის მედლებიც აქვს მოპოვებული.

"ნაპოლი" ამჟამად პირველ ადგილზეა - ვნახე ახალი გუნდი ინოვაციური იდეებით. მნიშვნელოვანია მათი თამაშის ხარისხი და ვამბობ, რომ ამ კლუბისგან სერიოზულ შედეგებს ველოდები.

რა შეიძლება ითქვას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ?! ის ახალი სეზონის ნამდვილი სიურპრიზია, მან "ნაპოლის" მატჩებში სიახლე და განსხვავება შემოიტანა. ჩვენ ვსაუბრობთ წარმოუდგენელ ფეხბურთელზე რომლით მოხიბვლაც უფრო მარტივია, ვიდრე მისი სიტყვებით აღწერა. 

რაც შეეხება "მილანთან" მატჩს, მიმაჩნია, რომ "ნაპოლი" ამ შეხვედრაში თავდამსხმელის არ ყოფნის გამო დაზარალდება", - თქვა ალტობელიმ Televomero-ს ტელევიზიის ეთერში.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” მაისურით 6 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შემდეგ შეხვედრას "აძური" უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით “რეინჯერსის” წინააღმდეგ, 14 სექტემბერს გამართავს - მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები