Belive

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 30 ფეხბურთელით მოემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ევროპის ჩემპიონატის წინ იტალიის 30-კაციანი წინასწარი შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა.

აძური მათთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის ემზადება, ისინი გერმანიაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩადიან, თუმცა გუნდისადმი ინტერესს ის ფაქტორიც ზრდის, რომ იტალიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

სპალეტიმ, გასული წლის სექტემბერში, "ნაპოლიდან" ნაკრებში მისვლისთანავე ახალი პროექტი დაიწყო, დააბრუნა მისთვის საფირმო 4-3-3 ტაქტიკა და გულშემატკივრების გულები მოიგო.

იტალიის ნაკრების 30-კაციანი განაცხადი:

მეკარეები: დონარუმა (პსჟ), ვიკარიო (ტოტენჰემი), მერეტი (ნაპოლი), პროვედელი (ლაციო);

მცველები: აჩერბი (ინტერი), ბასტონი (ინტერი), დარმიანი (ინტერი), სკალვინი (ატალანტა), ბონჯორნო (ტორინო), მანჩინი (რომა), კალაფიორი (ბოლონია), დი ლორენცო (ნაპოლი), ბელანოვა (ტორინო), დიმარკო ( ინტერი), კამბიასო (იუვენტუსი);

ნახევარმცველები: ბარელა (ინტერი), ფრატესი (ინტერი), კრისტანტე (რომა), პელეგრინი (რომა), ფაჯიოლი (იუვენტუსი), ჟორჟინიო (არსენალი), რიჩი (ტორინო), ფოლორუნშო (ვერონა);

თავდამსხმელები: კიეზა (იუვენტუსი), რასპადორი (ნაპოლი), რეტეგი (ჯენოა), სკამაკა (ატალანტა), ორსოლინი (ბოლონია), ძაკანი (ლაციო), ელ შაარავი (რომა).

სხვა სტატიები