Belive

იტალიელი ფეხბურთელები მუნდიალის საგზურისთვის ბონუსს ითხოვდნენ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, სადაც მუნდიალზე გასვლის ამბავი წყდებოდა ბოსნია ჰერცოგოვინამ იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე დღეში იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული გუნდი 300 000 ევროს ითხოვდა, რომელიც 28 მოთამაშეზე უნდა გადანაწილებულიყო, მაგრამ მათ ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, ჯენარო გატუზო ფეხბურთელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა და მათ აუხსნა, რომ ბონუსის ამბავს ფედერაცია მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ განხილავდა და ამჯერად მისი მოთხოვნა შეუსაბამო იყო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა თანამდებობიდან გადადგა, მას გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნული ჯანლუიჯი ბუფონი მიჰყვა, ხოლო ბოლოს ჯენარო გატუზომაც დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.

შეგახსენებთ, რომ იტალიასა და ბოსნია ჰერცოგოვინას შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სკუადრა აძურა 4:1 დამარცხდა. 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს.

სხვა სტატიები