Belive

იტალიაში დაადასტურეს: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის" ოფიციალური რადიოს არხის ვებ-გვერდმა kisskissnapoli.it-მა გაავრცელა ცნობა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ამ კლუბის ფეხბურთელი გახდება. იტალიური მხარის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელსა და ნეაპოლიტანურ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტს ხელი ზაფხულში მოეწერება. აღნიშნული წყაროს ცნობით, "დინამო ბათუმში" გასატარებელი 3 თვის შემდეგ, 21 წლის ქართველი იტალიაში გაემგზავრება და იქ იტალიის ნაკრების მეათე ნომერს, ლორენცო ინსინიეს შეცვლის. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი სავარაუდოდ, "დინამო ბათუმის" მაისურით 2 აპრილს, ბათუმში, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "თელავის" წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები