Belive

იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ,,სკუადრა აძურა'' 12 ნოემბერს შვეიცარიას უმასპინძლებს, 15-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. იტალიელთა განაცხადში 28 ფეხბურთელია: მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა), ალესიო კრანიო (კალიარი) მცველები – ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), დავიდე კალაბრია (მილანი) ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი), ნიკოლო ძანიოლო, ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ტომაზო პობეგა (ტორინო), სანდრო ტონალი (მილანი) თავდამსხმელები – ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).


იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში 14 ქულით ლიდერობს, 14 ქულა აქვს მეორეადგილოსან შვეიცარიასაც.

სხვა სტატიები