Belive

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის რეკორდის დამყარებასთან ახლოს იყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ს გამოეთიშა. ლუის ენრიკეს გუნდი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. ესპანელები დღეს ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის რეკორდის დამყარებასთან იყვნენ ახლოს. ერთ ევროპის ჩემპიონატზე არც ერთ გუნდს არ მოუგია ორი სხვადასხვა თამაში თერთმეტმეტრიანების სერიაში. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ესპანეთმა შვეიცარია სწორედ პენალტებით დაამარცხა. აღნიშნულ შედეგთან ახლოს ფრანგებიც იყვნენ. მათ მსგავსი შედეგის დაფიქსირება 2016 (სწორედ ესპანეთთან დამარცხდნენ) და 1996 წლებში შეეძლოთ. გარდა ამისა, შვეიცარიასა და პოლონეთს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები