ისტორიული შედეგის შემოქმედი გაუშვეს: ვალიდ რეგრაგიმ მაროკოს ნაკრები დატოვა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოახლოების წინ, მაროკოს ნაკრებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვალიდ რეგრაგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოფიციალური ინფორმაციით, ვალიდ რეგრაგისა და მაროკოს ნაკრებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების შედეგად შეწყდა.
50 წლის სპეციალისტს მაროკოს ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2012-დან 2013 წლამდე ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2022 წლის აგვისტოს შემდეგ ნაკრების საჭე თავად ანდეს. ვალიდ რეგრაგის ხელმძღვანელობით მაროკოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და სადებიუტო აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. ამავე დროს, მაროკოელებმა რამდენიმე კვირის წინ გამართული აფრიკის თასის ფინალშიც ითამაშეს.
მაროკოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მოჰამედ ოუჰაბი იქნება, რომელიც 20-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდება.