Belive

ისტორიული პორტუგალიური გუნდი კრიზისშია: ბოავიშტა გაკოტრების პირას დგას

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატს ისტორიაში სულ 5 ჩემპიონი ჰყავს: დიდი სამეული (ლისაბონის ბენფიკა, სპორტინგი და პორტუ) და ბოავიშტა და ბელენენსეში. ისტორიაში სულ ორი ისეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ქვეყნის ჩემპიონობა დიდი სამეულის გარდა რომელიმე სხვა გუნდმა მოიგო, ერთ-ერთის შემოქმედი კი პორტუში დაფუძნებული ბოავიშტაა.

ისტორიული გუნდი, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონობა 2001 წელს იზეიმა, ახლა გაკოტრების წინაშეა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტუგალიური საფეხბურთო მედია საშუალება A Bola-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მალე ბოავიშტა გაკოტრებულად გამოცხადდეს.

ფინანსური პრობლემების გამო, გუნდი, რომელსაც პორტუგალიის რანგით მეოთხე ლიგაში მონაწილეობის მიღების უფლებაც კი არ მისცეს, ხელფასების გაცემას ვერ ახერხებს.

ბოავიშტა აქამდე სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა, მაგრამ საშინაო სტადიონზე ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანების გამო, რამდენიმე მატჩში ტექნიკური წაგება ჩაათვალა.

გუნდის ხელმძღვანელობამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

1903 წელს დაარსებული ბოავიშტა პორტუგალიის ჩემპიონი 2001 წელს გახდა, ამასთან ერთად ქვეყნის თასი 5-ჯერ მოიგო, 3-ჯერ კი სუპერ თასს დაეუფლა.