Belive

ისტორიული იტალიური საფეხბურთო კლუბი გაკოტრდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული საფეხბურთო კლუბი - "კატანია" ოფიციალურად გაკოტრებულად გამოცხადდა. რთული წარმოსადგენია, რომ კლუბი, რომელსაც ერთ დროს დიეგო სიმეონე წვრთნიდა და ისეთი ვარსკვლავები ასპარეზობნდნენ, როგორიცაა: პაპუ გომესი, ფრანჩესკო ლოდი და ჯუზეპე მასკარა, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანასკნელ წლებში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობა, გუნდის თამაშის ხარისხზეც აისაცა და საბოლოოდ "კატანია" ელიტიდან დაქვეითდა. სიცილიური კლუბი იტალიის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობდა. Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დავალიანება 56 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ფინანსური პრობლემების მოგვარების გეგმა წარადგინეს და აღნიშნეს, რომ "კატანიას" შეძენით ინვესტორია დაინტერესებული - სასამართლომ კლუბი გაკოტრებულად გამოაცხადა. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება "კატანიას" წარმომადგენლებს" 30 დღის ვადაში შეუძლიათ.

სხვა სტატიები