Belive

ისტორიაში პირველად - მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა განსჯის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

1 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, სადაც გერმანიის საფეხბურთო ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდება და ეს მატჩი ისტორიული დატვირთვის იქნება.

ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მატჩი, სადაც მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა განსჯის, ასევე ისტორიაში პირველად მატჩის მთავარი არბიტრი ქალი იქნება.

მთავარ მსაჯად ფრანგი - სტეფანი ფრაპა იმუშავებს. მისი ასისტენტები კი ნუზა ბეკი და კარენ დიაზი იქნებიან.

გერმანიისა და კოსტა რიკის მატჩი 1 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები